სპორტული ცენტრის 2017 წლის პირველობა გაიმართა 19 მაისს.
ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისად გახდნენ:
2011 - სოფო ჯავახიშვილი და საბა კიბირია;
2009-2010 - 1. ულიანა შამუგია, 2, ნია თოლომაშვილი, 3. ნინო გვენეტაძე;
2007-2008 - 1. ეკატერინე გოგელია, 2. ანასტასია ნოვიკოვა, 3. ელენე ცირეკიძე;
2005-2006 - 1. ანა რამიშვილი, 2. ლიზი მაღლაკელიძე, 3. ეკატერინე ბარსეგოვი;
იუნიორები - თინათინ გიუნაშვილი.
***
სპორტულ ცენტრში გაიხსნა კაფე ყინულის მოედანი.
***
ავსტრიის ქალაქ გრაცში მარტის თვეში ჩატარდა ზამთრის სპეციალური თამაშები. ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ მარიამ ოქროპირიძე და ანანო ნოდია: მარიამმა დაიკავა მესამე, ხოლო ანანომ მეექვსე ადგილი. ამ შეჯიბრებისათვის მათ მომზადებას ახორციელებდა სპორტული ცენტრის მწვრთნელი ნათია კორკოტაშვილი.
***
***
საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი ჩაეყარა 1960 წლის 4 ნოემბერს, როდესაც ბაკურიანში გაყინულ ტბაზე ვარჯიშებს შეუდგა საქართველოს მოციგურავეთა პირველი თაობა.
საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1961 წელს.
1964 წელს კი თბილისში გაიხსნა საქართველოში პირველი ხელოვნური მცირე, არასტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი. მის ბაზაზე შეიქმნა და ამოქმედდა ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების სპორტული სკოლა, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი.
განვლილ დროში სპორტული ცენტრის მიერ აღზრდილმა წამყვანმა მოციგურავეებმა მიაღწიეს მრავალ წარმატებას როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე.
საქართველოს წარმომადგენლები სამჯერ ფლობდნენ საბჭოთა კავშირის თასს (1975, 1976 და 1987 წლებში). მოყოლებული 1970 წლიდან საქართველოს მოციგურავეები მრავალჯერ გახდნენ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორები, მათ შორის პირველი ადგილის მფლობელები.
საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოციგურავეები რეგულარულად და წარმატებულად ასპარეზობენ ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე.
ელენე გედევანიშვილმა 2010 წლის ევროპის პირველობაზე (ქ. ტალინი, ესტონეთი) პირველმა საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობათა ისტორიაში მოიპოვა მესამე ადგილი. მან ასეთივე წარმატებას მიაღწია 2012 წლის ევროპის პირველობაზე (ქ. შეფილდი, დიდი ბრიტანეთი).
წარმატებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ყინულზე მოცეკვავეთა წყვილების (ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე - 2009-2011 წ.წ., ანგელინა ტელეგინა და ოთარ ჯაფარიძე - 20012-2013 წ.წ.) მიღწევები სხვადასხვა დონის შეჯიბრებებზე, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე.
საქართველოს მოციგურავეებმა ღირსეულად იასპარეზეს 2002, 2006 და 2010 წლების ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
ბოლო დროს ფიგურულმა ციგურაობამ დამსახურებულად დაისაკუთრა წამყვანი პოზიციები ზამთრის სპორტის სახეობებს შორის. უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა ამ ულამაზესი სპორტის სახეობის გეოგრაფია: გაიხსნა ყინულის სასახლეები და საციგურაო მოედნები ბათუმსა და ქუთაისში. წამოიზარდა ადგილობრივ ნორჩ მოციგურავეთა თაობა. ყველაფერმა ამან გამოიწვია ფიგურული სრიალის პოპულარობის ზრდა, რაც მომავალში უფრო მაღალი შედეგების საწინდარია.
სპორტული ცენტრი ფუნქციონირებს სრული თვითდაფინანსებით - კომუნალური და სხვა სახის ხარჯების დაფარვა, აგრეთვე მწვრთნელების, ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურება ხორციელდება სპორტული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მოზიდული თანხებიდან.
ყინულის მოედნის ზომებია:
- სიგრძე: 26,45 მეტრი
- სიგანე: 26,45 მეტრი
- ფართი: 700 კვადრატული მეტრი
გთავაზობთ სამი სახის მომსახურებას:
- მეცადინეობები სპორტულ ჯგუფში (ძირითადი მომსახურება)
- ინდივიდუალური მოსამზადებელი გაკვეთილები (საჭიროებისამებრ)
- სამოყვარულო სრიალის სესიები (შაბათსა და კვირას)
ერთი მეცადინეობის, გაკვეთილის ან სესიის ხანგრძლივობა 45 წუთია.
სპორტულ ცენტრში მიიღებიან ბავშვები 3,5-4 წლის ასაკიდან დაწყებული.
მიღებისას ყურადღება მახვილდება როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკური განვითარების დონეზე, ასევე გორგოლაჭებიან ციგურებზე (ე.წ. "როლიკებზე") ან თხილამურებზე სრიალის გამოცდილებაზე.
ამ მაჩვენებლების საერთო დაბალი შეფასების საფუძველზე როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს გთავაზობთ ინდივიდუალურ მოსამზადებელ გაკვეთილებს.
ბავშვების მიერ გაკვეთილების წარმატებით გავლის შემდეგ ხორციელდება მსურველების ჩარიცხვა ახალბედა მოციგურავეთა ერთ-ერთ სპორტულ ჯგუფში.
გთავაზობთ სპორტული ჯგუფის ორ სახეს:
- კვირაში ვარჯიშების რაოდენობა: 2; თვეში გადასახდელი საფასური: 60 ლარი*
- კვირაში ვარჯიშების რაოდენობა: 3; თვეში გადასახდელი საფასური: 80 ლარი*
საფასურის გადახდა ხორციელდება ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან წარმომადგენლობაში. გადახდისას მითითებული უნდა იქნეს როგორც ბავშვის, ასევე მწვრთნელის სახელი და გვარი. ქვითარი უნდა ჩაბარდეს მწვრთნელს.
რაც შეეხება ყოველი მომდევნო გადახდის წესს, ის მარტივად აიხსნება კონკრეტულ მაგალითზე: ვთქვათ, წინა გადახდა განხორციელდა 17 ოქტომბერს, მაშინ შემდეგი გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 18 ნოემბრისა.
სპორტული ცენტრის საბანკო რეკვიზიტებია:
- სახელმწიფო ხაზინის ანგარიში: TRESGE22
- სახაზინო ანგარიში (კოდი): 741707499
- ვალუტა: ლარი
ინდივიდუალური მოსამზადებელი გაკვეთილის საფასურის გადახდა ხორციელდება უშუალოდ სპორტული ცენტრის სალაროში. ქვითარი უნდა ჩაბარდეს მწვრთნელს.
ინდივიდუალური მოსამზადებელი გაკვეთილის საფასურია:
- საკუთარი ციგურებით: 15 ლარი
- ნაქირავები ციგურებით: 18 ლარი**
სამოყვარულო სესიის საფასურის გადახდა ასევე სპორტული ცენტრის სალაროში ხორციელდება. ქვითარი უნდა ჩაბარდეს მორიგე მწვრთნელ-ინსტრუქტორს.
სამოყვარულო სესიის საფასურია:
- საკუთარი ციგურებით: 9 ლარი
- ნაქირავები ციგურებით: 12 ლარი**
...............................
*საფასური არ შეიცავს ციგურების ღირებულებას.
**ციგურების გაქირავება ხორციელდება სპორტული ცენტრის სალაროში.
08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი 6
09:00-09:45 მამულაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები 9, 10
09:45-10:30 კოროლიოვა, ლომინაძე: ჯგუფები 11, 12
10:30-11:15 მაჭავარიანი: ჯგუფი 13
14:30-15:15 დოლიძე: ჯგუფი 14
15:15-16:00 მაჭავარიანი, დოლიძე: ჯგუფები 15, 42
16:00-17:00 ჯაიანი: ჯგუფი 5
17:00-18:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 3, 4
18:00-18:45 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები 16, 17
18:45-19:30 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები 18, 19
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები 1, 2
08:00-09:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 3, 4
09:00-09:45 აბაშიძე, მამულაშვილი: ჯგუფები 20, 21
09:45-10:45 მამულაშვილი: ჯგუფი 6
15:00-15:45 დოლიძე: ჯგუფი 22
15:45-16:30 კოროლიოვა: ჯგუფი 23
16:30-17:15 მაჭავარიანი: ჯგუფი 24
17:15-18:00 ჯაიანი, აბაშიძე (დ): ჯგუფები 7, 8
18:00-18:45 ჯაიანი, სამხარაძე: ჯგუფები 25, 26
18:45-19:30 სამხარაძე, აბაშიძე (დ): ჯგუფები 27, 28
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები 1, 2
08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი 6
09:00-09:45 მამულაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები 9, 10
09:45-10:30 კოროლიოვა, ლომინაძე: ჯგუფები 11, 12
10:30-11:15 მაჭავარიანი: ჯგუფი 13
14:30-15:15 დოლიძე: ჯგუფი 14
15:15-16:00 მაჭავარიანი, დოლიძე: ჯგუფები 15, 42
16:00-17:00 ჯაიანი: ჯგუფი 5
17:00-18:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 3, 4
18:00-18:45 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები 16, 17
18:45-19:30 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები 18, 19
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები 1, 2
08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი 6
09:00-09:45 აბაშიძე, მამულაშვილი: ჯგუფები 20, 21
15:00-15:45 დოლიძე: ჯგუფი 22
15:45-16:30 კოროლიოვა: ჯგუფი 23
16:30-17:15 მაჭავარიანი: ჯგუფი 24
17:15-18:00 ჯაიანი, აბაშიძე (დ): ჯგუფები 7, 8
18:00-18:45 ჯაიანი, სამხარაძე: ჯგუფები 25, 26
18:45-19:30 სამხარაძე, აბაშიძე (დ): ჯგუფები 27, 28
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები 1, 2
08:00-09:00 მამულაშვილი: ჯგუფი 6
09:00-09:45 მამულაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები 9, 10
09:45-10:30 კოროლიოვა, ლომინაძე: ჯგუფები 11, 12
10:30-11:15 მაჭავარიანი: ჯგუფი 13
14:30-15:15 დოლიძე: ჯგუფი 14
15:15-16:00 მაჭავარიანი, დოლიძე: ჯგუფები 15, 42
16:00-17:00 ჯაიანი: ჯგუფი 5
17:00-18:00 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 3, 4
18:00-18:45 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები 16, 17
18:45-19:30 კორკოტაშვილი, სამხარაძე: ჯგუფები 18, 19
20:00-21:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები 1, 2
08:00-09:15 ჯაფარიძე, ჯაიანი: ჯგუფები 1, 2
09:15-10:15 ჯაფარიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 3, 4
10:15-11:15 ჯაიანი: ჯგუფი 5
11:15-12:00 ჯაიანი, აბაშიძე (დ): ჯგუფები 7, 8
12:00-12:45 აბაშიძე, კოროლიოვა: ჯგუფები 29, 30
12:45-13:30 კოროლიოვა, ბიბილაშვილი: ჯგუფები 31, 32
13:30-14:15 ბიბილაშვილი, ჯაიანი: ჯგუფები 33, 34
14:15-15:00 აბაშიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 35, 36
15:00-15:45 მაჭავარიანი, სამხარაძე: ჯგუფები 24, 25
15:45-16:30 კორკოტაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები 37, 38
16:30-17:15 კორკოტაშვილი, აბაშიძე: ჯგუფები 39, 40
17:15-18:00 ბიბილაშვილი: ჯგუფი 41
18:00-20:00 მოყვარულები
08:45-09:45 ჯაიანი: ჯგუფი 5
09:45-10:30 აბაშიძე, მამულაშვილი: ჯგუფები 20, 21
10:30-11:15 დოლიძე, კოროლიოვა: ჯგუფები 22, 23
11:15-12:00 აბაშიძე (დ): ჯგუფი 28
12:00-12:45 აბაშიძე, კოროლიოვა: ჯგუფები 29, 30
12:45-13:30 კოროლიოვა, ბიბილაშვილი: ჯგუფები 31, 32
13:30-14:15 ბიბილაშვილი, ჯაიანი: ჯგუფები 33, 34
14:15-15:00 აბაშიძე, მაჭავარიანი: ჯგუფები 35, 36
15:00-15:45 ჯაიანი, სამხარაძე: ჯგუფები 26, 27
15:45-16:30 კორკოტაშვილი, ბიბილაშვილი: ჯგუფები 37, 38
16:30-17:15 კორკოტაშვილი, აბაშიძე: ჯგუფები 39, 40
17:15-18:00 ბიბილაშვილი: ჯგუფი 41
18:00-20:00 მოყვარულები
ფეხსაცმლის ზომის მისაღები სიზუსტით დასადგენად აუცილებელია სათანადო გაზომვების ჩატარება. ამისათვის კი დაგჭირდებათ ქაღალდის ან მუყაოს ფურცელი.
ფეხებზე უნდა გეცვათ თხელი წინდები. დადეგით ფურცელზე ორივე ფეხით იმისათვის, რომ წონა თანაბრად განაწილდეს ორივე ტერფის გასწვრივ.
შემოხაზეთ ტერფი. გაზომეთ (სანტიმეტრებში!) მანძილი ქუსლისა და წვერის ყველაზე გამოშვერილ წერტილებს შორის. იგივე გაიმეორეთ მეორე ტერფისათვის. მიღებული შედეგებიდან დატოვეთ უდიდესი და მიუმატეთ მას 0,5 სანტიმეტრი. ასე დგინდება ფეხსაცმლის ზომა ე.წ. მეტრულ სისტემაში.
ეს შედეგი გაამრავლეთ 1,5-ზე. მიღებული რიცხვით (თუკი ის მთელია!) ან მისი დამრგვალებით სიდიდით მასზე არანაკლებ უახლოეს მთელ რიცხვამდე დგინდება ეკვივალენტური ზომა ე.წ. შტრიხმასურ სისტემაში (ევროპული ზომა!).
მაგალითები:
1. ტერფის სიგრძე = 17,5 სმ.
ზომა მეტრულ სისტემაში: 17,5 + 0,5 = 18.
ზომა შტრიხმასურ სისტემაში: 18 * 1,5 = 27.
2. ტერფის სიგრძე = 18 სმ.
ზომა მეტრულ სისტემაში: 18 + 0,5 = 18,5.
ზომა შტრიხმასურ სისტემაში: 18,5 * 1,5 = 27,75 → 28.
როგორც წესი, ყინულის საციგურაოების უმეტესობა ზაფხულის თვეებში წყვეტს მუშაობას. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ მკვეთრად იზრდება საციგურაოს შენახვის ხარჯები და საგრძნობლად მცირდება მომხმარებელთა რაოდენობა.
ეს კი როგორც ფიგურული მოციგურავეებისათვის, ასევე ციგურაობის მოყვარულებისათვის ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ციგურაობით გამოწვეული სიამოვნების შეგრძნებასთან დროებით მოწყვეტას.
გამოსავალი მოიძებნა, როდესაც შეიქმნა ერთრიგა გორგოლაჭებიანი ფიგურული ციგურების რამდენიმე ნაირსახეობა.
ყოველი მათგანი საშუალებას იძლევა ფიგურული ციგურაობის ელემენტები შესრულდეს ნებისმიერ მყარ და გლუვ ზედაპირზე ზუსტად ისე, როგორც ისინი სრულდება ყინულის საფარზე (იხილეთ ქვემოთ მითითებული ვიდეოკლიპი)!
ამჟამად ამ სახის ციგურებს ფართოდ იყენებენ არა მარტო ფიგურული ციგურაობის მოყვარულები, არამედ პროფესიონალი ფიგურული მოციგურავეები ახალი სპორტული სეზონისათვის მზადებისას.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია:
ფიგურული მოციგურავეები დიდ დროსა და ყურადღებას უთმობენ ახალი სეზონისათვის მზადებისას ყინულის გარეშე ვარჯიშს (Off-ice training).
ძალზე პოპულარულია ტრენაჟორი სახელწოდებით სქეით სპინერი (Skate Spinner), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა მედიცინისა და ბიომექანიკის მეცნიერულ და ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაყრდნობით.
სქეით სპინერი გამოიყენება ყველა ასაკისა და დონის მოციგურავეების მიერ, გახდა რა მათი სპორტული ეკიპირების აუცილებელი აქსესუარი.
რას წარმოადგენს?
უბრალო და მსუბუქი ტრენაჟორი, რომელიც არა მარტო ფიგურული ციგურაობის პოზიციებისა და მოძრაობების, არამედ, და რაც უმნიშვნელოვანესია, ციგურების წიბოების სრული იმიტაციის შესაძლებლობას იძლევა.
რისთვის არის განკუთვნილი?
სქეით სპინერი ხელს უწყობს ყინულზე ციგურაობისას ტანის სწორად დაჭერის, წონასწორობის, ორიენტაციის, დაწოლის წერტილების, და რაც მთავარია, ციგურების წიბოების კონტროლის გამომუშავებას, განვითარებასა და ვარჯიშს.
სად გამოვიყენოთ?
მყარ და გლუვ სუფთა ზედაპირზე შინ და გარეთ.
როდის გამოვიყენოთ?
ნებისმიერ დროს! უფრო მეტიც, ის შეუცვლელია მოთელვისას.
როგორ ვიხმაროთ?
შეაბიჯეთ შიშველი ფეხით სქეით სპინერზე ისე, რომ ქუსლი მიმართული იქნეს ვიწრო ბოლოსაკენ, წამოიწყეთ ბრუნვა, შეიგრძენით დაწოლის წერტილები, თავისუფალი ფეხით განახორციელეთ არეკნი და დაიწყეთ ნელი ბრუნვა.
რომელი ვარჯიშებისათვის?
- ბრუნვები (ბრუნვების ყველა სახე და მათი კომბინაცია როგორც საათის ისრის, ასევე მის საწინააღმდეგო მიმართულებით)
- ნახტომები (დახმარება ნებისმიერი სახის ნახტომის დამასრულებელი სტადიის კონტროლირებაში და დაშვების მართვაში)
- საბაზო ელემენტები (რკალები, ბწკარები, წრეხაზები და ა.შ.)
თუ გსურთ, რომ ახალმა თაობამ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს სპორტული ოსტატობის მწვერვალებს, შეაჩერეთ თქვენი არჩევანი სქეით სპინერზე.